თბილისში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა მისი შვილი იყოს

თბილისში ნაპოვნი ქალის სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ 60 წლამდე ასაკის ქალის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამ ნიადაგზე მათ შორის ხშირად ხდებოდა კონფლიქტი.

ცხედარი დღეს იპოვეს. მას ხელ-ფეხი შეკრული და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.