თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა. პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.