თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ე,წ შანხაის უბანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

უცნობია მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის ბლაგვი საგნით არის მოკლული.

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ოგორც report.ge-ს შინაგან საქმეთასამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.