თბილისში ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა - განახლებულია

თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი დაჭრა. ქალს დაზიანებები ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. 

report.ge -ს ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.