თბილისში სიძემ სიდედრი დაჭრა

ძველი თბილისის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცმა სიდედრი დაჭრა. შუა ხნის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი კონფლიქტი უძღოდა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.