თბილისში სისხლიანი გარჩევა მსხვერპლით დასრულდა

ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში წუხელ გვიან შეყვანილი დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ პირებს შორის კონფლიქტი ჯერ ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.