თბილისში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ბარათაშვილის გამზირზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით კომენდანტის საათის დროს მოხდა.

ჩამსხვრეულია მაღაზიის ფასადის შუშები. ამ ეტაპზე ზარალის დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს. 

report.ge დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.