თბილისში ტექნიკის მაღიაზია გაქურდეს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს. როგორც Report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ჩამსხვრეულია მაღაზიის კარი და ფანჯრის მინები. მაღაზიის პერსონალის თქმით, წაღებულია ტექნიკა და ტელეფონების აქსესუარები. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. 

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. 

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.