თელავში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს

თელავში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

საგამოძიებო მოქმედებები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც ადამიანები ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოშია.