თელავში, ჩოლოყაშილის ქუჩაზე, უცნობი პირი ქალს ცივი იარაღით თავს დაესხა და სახის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებული თქმით, მას იმის გამო დაესხნენ თავს, რომ მიუსაფარ ძაღლებს უვლიდა. ხოლო თავდამსხმელის გაღიზიანება ერთ-ერთმა ძაღლმა გამოიწვია, რომელიც უცნობ პირს დაედევნა და უყეფდა.
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.