თერჯოლაში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

"1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ რ.ც.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს"- აცხადებენ შსს-ში.  

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.