თიანეთში მკვლელობა მოხდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.

მოკლულია სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 70 წლამდე კაცი, რომელიც თიანეთში, სავარაუდო დამნაშავესთან მწყემსად მუშაობდა.

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი პოლიციამ უკვე დააკავა. 

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია.