თიანეთში მამამ შვილი მოკლა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მამამ შვილი მოკლა.

80 წლამდე კაცმა შვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.

სამოც წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წყარო: 1tv.ge