ტრაგედია მუხრანში - შუა ხნის კაცი მოკლეს, მისმა შვილმა კი თავი მოიკლა

მუხრანში, სავარაუდოდ, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის კაცი მძიმედ დაიჭრა. დავით ჩუგუაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მამის გარდაცვალების გამო კი, დავით ჩუგუაშვილის შვილმა, 30 წლამდე ახალგაზრდამ თავი მოიკლა.

სოფელში მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე კაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.