წაღებულია პროდუქტი და ტკბილეული - ლაგოდეხში სურსათის მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის რაიონის, სოფელ შრომაში სურსათის მაღაზია გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა შენობაში სახურავიდან შეაღწიეს. წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, ალკოჰოლის და თამბაქოს ნაწარმი.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.