წალკის მუნიციპალიტეტში 80 წლის კაცი მოკლეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ის გარდაცვლილი საკუთარ სახლში მეზობლებმა იპოვეს. სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები მამაკაცთან სახლში ძარცვის მიზნით შევიდნენ. მოხუცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. 

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.