ცხვარიჭამიაში მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

მკვლელობა მოხდა ცხვარიჭამიაში. 42 წლის მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.