წნორში მამაკაცმა დეიდა შეშის ნაჭრით მოკლა - VIDEO

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში კაცმა დეიდა მოკლა. ნგავრცელებული ცნობით, დანაშაულის იარაღათ შეშის ნაჭერი გამოიყენა.

ადგილობრივების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 1993 წელს დაბადებული მამაკაცი ქალს ფულს სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.