ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

თბილისში, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურიდას შვილი, ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. შემთხვევა ვერაზე მოხდა. როგორც შსს-დან report.ge-ს აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ დაკავებული არავინ არის. 

ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. პაციენტი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. ცოტნე გამსახურდიას ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.