წყალტუბოში არასრულწლოვანი დაჭრეს

წყალტუბოში მეთორმეტე კლასის მოსწავლე დაჭრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან გუშინ მოხდა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.