თურქეთში ქურდობის ფაქტზე საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებმა საადვოკატო ბიუროდან 250 000 ლირა და დიდი ოდენობით ოქრო მოიპარეს. 

მამაკაცები თურქეთში ტურისტების სტატუსით ჩავიდნენ.