უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი "ლევან გალსკი" დააკავეს , მასთან ერთად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე მეტსახელად "კრიმინალური ავტორიტეტი". ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივენი დაკავებულები არიან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას.

42 წლის "კანონიერი ქურდი" ლევან ბულისკირია "ლევან გალსკი" რუსეთის მოქალაქეა, მასთან ერთად დაკავებული 31 წლის "კრიმინალური ავტორიტეტი" კი საქართველოს მოქალაქეა.ს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ისინი დააკავეს უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე.