უცნაური ქურდი რუსთავში - მამაკაცი ყველა მაღაზიაში ერთსა და იმავე პროდუქტს იპარავდა

რუსთავში მამაკაცმა 7 მაღაზია გაქურდა. „ინფო რუსთავის” ცნობით, 40 წლამდე მამაკაცი მაღაზიებიდან მხოლოდ ერთი ბრენდის ძვირადღირებულ ყავას იპარავდა.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა და ის დანაშაულს აღიარებს.