ვარკეთილში, ორსული მეუღლის მკვლელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ვარკეთილში მოკლული 5 თვის ორსული, 22 წლის ქეთა კეპულაძეა. 

მეუღლის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 23 წლის გოგა გზირიშვილი დააკავეს. 

საზარელი შემთხვევა ვარკეთილში დღეს მოხდა. კაცმა ორსულ ცოლს 5 ჭრილობა მიაყენა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.