ვარკეთილში მარკეტი გაძარცვეს

თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში "ბესთ მარკეტი" გაძარცვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველმა 500 ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.