ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა პოეტი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 32 წლის პოეტი დაჭრეს. მიშო დადიანს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით ფეხში აქვს მიყენებული

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა, რისი მიზეზიც ამ დრომდე უცნობია.

ამ დროისთვის დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.