ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გვიან ღამით ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა.

ინფორმაცია report.ge-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.