ვინ არის ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა

სურამში, ქმრის მიერ მოკლული ცოლი 31 წლის თიკო რუსიაა.

მეზობლების ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 35 წლამდე კაცმა ცოლს საწოლში ესროლა.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.