ზუგდიდში თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა

ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკის"  შენობა თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა. ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მძევლებთან ერთად შენობიდან გაიყვანეს. 

გასვლისას თავდამსხმელს ხელყუმბარა ეჭირა და ხელები აწეული ჰქონდა. 

ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები.

ოფიციალური ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.