ზუგდიდში 22 წლის შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით მეზობელი დააკავეს

ზუგდიდში მამაკაცი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებულის ახლობლებლების ინფორმაციით,  22 წლის შშმ პირი საკუთარმა მეზობელმა, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა გააუპატიურა.

ძალადობაში ბრალდებული დღეს დააკავეს  სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა.