ზუგდიდში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის ნაპირზე 50-წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. მას ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სიკვდილის მიზეზი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო უწყების თანამშრომლები.,