ზუგდიდში ავტომობილი პარკინგიდან მოიპარეს

ზუგდიდში, თურქეთის მოქალაქეს პარკინგზე გაჩერებული ავტომობილი მოპარეს. 

ამ წუთებში, დაზარალებული  პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.