ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა.

დაჭრილი 25 წლის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.