ზუგდიდში დაკავებული მამაკაცის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ზუგდიდში დაკავებული მამაკაცის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

დაკავებული დაჯგუფება "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას შვილია.

სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციამ უკვე გაჩხრიკა დაკავებულის მანქანა.