ზუგდიდში ძმამ ძმა მოკლა

ზუგდიდში 34 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით, მისი 36 წლის ძმა დააკავეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. 

მკვლელობაში ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლეოობას გულისხმობს. 

დანაშაული 7 -დან 15- წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.