ზუგდიდში ქალმა მამას სასტიკად სცემა

ზუგდიდში შვილმა მამას სასტიკად სცემა. ხანშიშესულ მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები სახის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ფაქტთან დაკავშირებით მოძალადე ქალი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა.