ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში -დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. თვითმხილველების ინფორმაციით მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება ნაცნობთან, რა დროსაც მან ახალგაზრდას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აქვს. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 117 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.