ზუგდიდში მკვლელობა მოხდა

ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაჭრილია. შემთხვევა "საკონსერვოს დასახლებაში" დღეს დილით მოხდა. 

ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ მამა-შვილს ცეცხლი გაუხსნეს. 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი შვილი კი დაიჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მეწილეა. ის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს.