ზუგდიდში პოლიტიკური პარტიის ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად - ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს."
- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ზუგდიდში პოლიტიკური პარტია "ტრიბუნას" ოფისი დღეს გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა ოფისიდან ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ნივთები წაიღეს.