ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, საბავშვო ბაღი გაქურდეს. შენობიდან, სადაც მე-14 და მე-15 ბაღებია განთავსებული, წაღებულია ორი ტელევიზორი და ერთი მუსიკალური ცენტრი. ინფორმაცია ამის შესახებ report.ge-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინება მე-15 ბაღის გაქურდვის ფაქტზე შევიდა.