ზუგდიდში სპეცოპერაცია ჩატარდა

ზუგდიში, დადვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამ დროისათვის, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.