ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მძარცველი მაღაზიაში ცივი იარაღით შეიჭრა და პროდუქციის ნაწილი, მათ შორის სიგარეტები წაიღო. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.