ზუგდიდში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდში ,,ზუმერის" მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ტელეფონები და დინამიკები. 

ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა, შემთხვევის ადგილი საპოლიციო ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც კონსულტანტები ჰყვებიან, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიაში შევიდა, დახლიდან დინამიკი აიღო და ქურთუკში დამალა, რის შემდეგაც მაღაზიიდან გარეთ გავიდა. 

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. პირი, რომელმაც მაღაზიიდან ნივთი მოიპარა, დადგენილია და სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.