ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცი მეზობელმა დაჭრა. 

მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.