1 ივლისიდან პენსიები იზრდება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ 1 ივლისიდან პენსიები იზრდება.

„შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რომლის არსი არის შემდეგში, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით, 70 წლამდე პენსიონერებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70- ზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის გაიზარდოს ინფლაციით და ეკონომიკური ზრდის 80%-ით. თუმცა, მინიმუმ თანხები უნდა იყოს 20 და 25 ლარი ორივე კატეგორიისთვის. ეს იქნება კანონში, არ იქნება მთავრობის დისკრეცია ან რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრეცია,“ - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ მთავრობამ პრემიების გაცემა შევზღუდა, ვაკანსიების გამოცხადების პროცესიც დააკონსერვა, ხოლო პენსიების ზრდის დაპირების შესრულებაზე უარი არ თქვა.