1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე ფრენები აღდგება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცის ეტაპობრივი გახსნა ეპიდვითარების და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება.

რეისს ავიაკომპანია WizzAir-ი შეასრულებს.

დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. ეს იქნება ფრენები განხორციელდება WizzAir-ი. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში 1 რეისი. მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, - განაცხადა პრემიერმა.