123 300 მსესხებელს სესხები იგივე პროცენტში შეუნარჩუნდა

თუ სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, მისი პროცენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება-შერბილებაზეა დამოკიდებული.

ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ცნობით, 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 123 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა.

დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6845.7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6686.7 მილიონიდან 6845.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

123300  ხელშეკრულებიდან 35500 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 922.2 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ13.11% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 51100 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.55%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2385.4 მილიონი ლარია.

32700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 1200-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3300 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1107.4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.00%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 2193.7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.14%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.25%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3100ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 97.9მილიონი ლარია.

1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.67%, ხოლო ყველაზე დაბალი - იპოთეკურ სესხებზეა - 11.42%.

1 ნოემბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 15.31%-დან 14.67% -მდე ხოლო, გაზრდილია ავტო სესხზე - 12.97%-დან 13.25%-მდე.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ დატოვა.(ნოემბერშიოქტომბერსა და სექტემბერში). რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა.