$16 მლრდ 90 წუთში - Alibaba-ს რეკორდი

Amazon-ის ჩინურმა კონკურენტმა Alibaba-მ  გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა. კომპანიამ ეს ე.წ. „მარტოხელების დღეს“ (Singles Day)  შეძლო. როგორც Bloomberg წერს, Singles Day-ზე, რომელიც ტრადიციულად 11 ნოემბერს იმართება, ჩინურმა ონლაინ-ვაჭრობის გიგანტმა საათნახევარში 16 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც გასული წლის მონაცემებს 32%-ით, 12 მილიარდით აღემატება.

კომპანიის გაყიდვების, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი მომხმარებელი საცალო გაყიდვებზე მოდის. ონლაინ საიტით გაიყიდა iPhone-ის სმარტფონები, მაცივრები, ტელევიზორები და სხვა საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთები. 

Alibaba „მარტოხელების დღეს“ 2009 წლიდან მართავს. დაარსებიდან 20 წლის თავზე მისი საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 460 მილიარდი დოლარია და 66,000 ადამიანს ასაქმებს.