2019 წელი კატასტროფების წლად შეფასდა

ენერგოომბუსდსმენის აპარატის მიერ ბუნებრივი აირის სექტორი 2019 წლის მონაცემებით ფასდება, როგორც კატასტროფების წელი. ამის მიზეზად კი შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარასებობა სახელდება.

ანგარიშში ნათქვამია , რომ ამ ეტაპზე ისევ არსებობას გაზიფიკაციის მიღმა დარჩენილი სოფლები. ამასთან, გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი გაზის ხარისხის პრობლემა და მომხმარებლებისთვის აირის დაბალი წნებით მიწოდება.

ენერგოომბუდსმენა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში დღეს წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5 ათასამდე წერილობითი საჩივარი შევიდა. აქედან, წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა და მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის გეგმიური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურება და გრაფიკის დაუცველობა სახელდება. გარდა ამისა, პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალანირების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევაც.

ღონისძიება, რომელიც წინანდალში, „რედისონ ქოლექშენში“ გაიმართა, დარგის სპეციალისტები, ხელისუფლების და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.