2019 წელთან შედარებით, მაისში 10%-ით მეტი იპოთეკური სესხი გაიცა

მაისში გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა დადებით ნიშნულზეა; თბილისის საცხოვრებელი უძრავი 3 ქონების გაყიდვები შემცირდა, რაც ნაწილობრივ 2019 წელს მაღალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული.

"თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებული აღდგენის დინამიკის თანახმად, მაისში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდამ 10% შეადგინა. 

იმავდროულად, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა, თუმცა წლიური ზრდა კვლავ მაღალია. 2019 წელთან შედარებით კლება ნაწილობრივ 2019 წლის მაისის მაღალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული.